სიახლეები
სკოლები

ეკის საჯარო სკოლას ლელა სიჭინავა მეორე ვადით უხელმძღვანელებს
24-10-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. 

სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად არსებული დირექტორი ლელა სიჭინავა აირჩია. 

ლელა სიჭინავა სკოლას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. 

სასკოლო საზოგადოება დირექტორს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კვლავ ისეთივე წარმატებით წარუძღვეს სკოლის საკეთილდღეო საქმეს როგორც დღემდე. 

„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლა ულოცავს ქალბატონ ლელა სიჭინავას დირექტორად მეორე ვადით არჩევას და უსურვებს წარმატებებს საქმიანობაში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება