სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

მსოფლიოს დამატებით 44 მილიონი მასწავლებელი სჭირდება - „იუნესკო“
28-10-2023
-
+


მსოფლიოს კიდევ 44 მილიონი მასწავლებელი სჭირდება იმისთვის, რომ შესაბამისი განათლება ყველა ბავშვბმა მიიღოს - წერია „იუნესკოს“ ერთ-ერთ მოხსენებაში

მის მიხედვით, სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნების მესამედში მაინც პედაგოგების დეფიციტია. მასწავლებლების ნაკლებობაა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც.

„იუნესკოს“ მიერ გვარცელებული ინფორმაციით, 44 მილიონი დამატებითი მასწავლებელია საჭირო თუ გვინდა, რომ განათლება მსოფლიოში ყველა ბავშვმა მიიღოს. ბრიტანეთის განათლებისა და კულტურის სააგენტოს თქმით, 2022 წელს პროფესია დაწყებითი სკოლის მასწავლებლების 9%-მა დატოვა, რაც თითქმის გაორმაგებულია 2015 წლის მაჩვენებელთან (4,6%) შედარებით.

„მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს საზოგადოებებში, თუმცა ეს პროფესია დიდ პროფესიულ კრიზისს განიცდის. მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონს პედაგოგობის მსურველები აკლია. სხვა რეგიონებში ძალიან მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი მუშაობის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში პასუხი ერთია: ჩვენ უფრო უნდა ვაფასებდეთ, უკეთ მოვამზადოთ და უკეთ დავეხმაროთ მასწავლებლებს“,- აღნიშნა „იუნესკოს“ გენერალურმა დირექტორმა. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრობლემები გლობალურია. მათ შორის მდიდარ ქვეყნებში, მასწავლებლებს სტრესის მაღალი დონე, დაბალი ხელფასები და ენერგიის ნაკლებობა აქვთ.

ამავე მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრი მასწავლებელი გადის პენსიაზე, ხოლო შედარებით ნაკლებს სურს პედაგოგობა. აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი საერთო ფონს სკოლების დახურვაც დაემატა. ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 13000-ზე მეტი სკოლა დაიხურა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება