სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„მასწავლებლები დიდ შრომას დებდნენ, რომ ბავშვები პროექტში მომზადებულები გასულიყვნენ“ - წალენჯიხის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა 
25-10-2023
-
+


მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და სხარტი აზროვნების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად, „ეტალონის“ გამორჩეული მხარდამჭერისა და თანამოაზრის, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონი ლირა ღურწკაიას თანაორგანიზებით წალენჯიხაში გაიმართა.

მომავალი თაობების საგულშემატკივროდ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის გარე სივრცეში შეიკრიბა წალენჯიხის სასკოლო საზოგადოება. ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და ემოციებით აღსავსე იყო, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მე-6 და მე-7 კლასელები ერთმანეთს სხარტ აზროვნებასა და ცოდნაში შეეჯიბრნენ.

20 კითხვის შემდეგ კი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, პირველ ადგილზე ფახულანის N1 საჯარო სკოლა გავიდა. გუნდს ხელმძღვანელობდა მე-7 კლასის მოსწავლე ანასტასია გოგოხია, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ბარბარე ქობალია VII კლასი, ნინი შონია VI კლასი, ნინო ჩხაპელია VI კლასი და მარიამ შონია VII კლასი.

                 

„ეტალონის გუნდურ ჩემპიონატში“ ერთმანეთს 25 სკოლის მე-6 და მე-7 კლასების 125 მოსწავლე შეეჯიბრა. გუნდურ ჩემპიონატს რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ etaloni-ge-სთან კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

„ეტალონის“ ჩემპიონატში ჩვენ უკვე მრავალი წელია ვმონაწილეობთ. ბავშვები მოტივირებულები არიან, ყოველ წელს მოსწავლეთა მზარდი რაოდენობა ერთვება მასში, ეცნობიან ჩემპიონატის კითხვებს, წინასწარ ემზადებიან, ყველანაირად ჩართულები არიან კონკურსში. სულ 30 საჯარო სკოლა გვაქვს და აქედან 25 სკოლა მონაწილეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებში მაღალი მოტივაციაა და მზაობა, ჩაერთონ ამ საგანმანათლებლო პროექტში. გამარჯვებული ყველაზე მაღალი - 85 ქულით გამოვლინდა. ზოგადად, ეს პროექტი ძალიან მოგვწონს. ეს არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ სკოლისთვის, გუნდისთვის, რესურსცენტრისთვის, ყველასთვის მისასალმებელია. მაქსიმალური მზაობაა ჩვენი მხრიდან, რომ ასეთ ჩემპიონატებში მივიღოთ მონაწილეობა. ეს პროექტი წლების განმავლობაში არ ხუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი და ღირებულია“, - ამბობს წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია.

ფახულანის N1 საჯარო სკოლის სიხარულს საზღვარი არ აქვს. ამ დიდი გამარჯვებით ყველა ბედნიერია. სკოლის დირექტორი ხათუნა ფიფია აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ტელესივრცეში.

„ველოდებოდი, რომ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში ჩემი სკოლის გუნდი გაიმარჯვებდა. სხვადასხვა საგნის მასწავლებლები დიდ შრომას დებდნენ, რომ ბავშვები პროექტში მომზადებულები გასულიყვნენ. გუნდის ხელმძღვანელი, პედაგოგი სოფიო კიკორია ასევე ყველაფერს აკეთებდა, ბავშვებს ეს შედეგი რომ დაედოთ. გამარჯვება მარტივად არ მოდის ბევრი გარჯა და შრომაა საჭირო. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში საგნების მიხედვით, ინტელექტუალური შეჯიბრებები ხშირად იმართება, ამიტომ მოსწავლეები დაძაბულ ატმოსფეროში მუშაობას მიჩვეულები არიან.

რაც შეეხება ამ პროექტს და მის ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მინდა აღვნიშნო, რომ მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. ბატონი გოჩა თავისი საქმიანობით ეროვნული პიროვნებაა. ყოველთვის ხაზს უსვამს ჩვენს ეროვნულობას, ქართველობას, სამშობლოს, რაც მიყვარს ყველაზე მეტად. სწორედ ამ ნიუანსებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ერთგული გულშემატკივარი ვიყავი და ვარ ამ პროექტის. მინდა, მალე სატელევიზიო სივრცეში ვიხილო, ამის ღირსი ნამდვილადაა“, - განაცხადა ფახულანის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ფიფიამ.

etaloni-ge-ს გამარჯვებისგან გამოწვეულ სიხარულსა და ემოციებს გუნდის კაპიტანი ანასტასია გოგოხია უზიარებს.

                   

„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებას ველოდებოდი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული. გუნდის კაპიტანი ვიყავი და ეს ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო, ამიტომ უფრო ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ მომეხსნა ეს განცდა. ჯგუფურად მუშაობა ვფიქრობ, ბევრად უკეთესია. რაც შეეხება გამარჯვებას, ჩემთვის ეს მოტივაციის მომცემი გახდა, რომ შემდეგში კიდევ მივიღო მონაწილეობა კონკურსებსა და ჩემპიონატებში. მან ასევე თავდაჯერებულობა შემმატა“, - აღნიშნა გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა ანასტასია გოგოხიამ.


ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე

ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება