სიახლეები
სიახლეები

4 სტრატეგია, რომელიც ყველა სპეცმასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომელიც დასაქმებულია საბავშვო ბაღში
10-11-2023
-
+


ხარისხიანი ინკლუზიური განათლების დანერგვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, სისტემაში დასაქმებულ ყველა ადამიანს კარგად ესმოდეს თავისი ფუნქცია და როლი ადრეულ და სკოლამდელ განათლებასთან მიმართებაში.

გთავაზობთ, სპეციალური განათლების პედაგოგის როლს საბავშვო ბაღებში.

1: ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება ბაგა-ბაღში სტრატეგიები:

ინდივიდუალური საუბრები და კონსულტაციების გაწევა ბაგაბაღში მომუშავე ყველა პირისათვის; მათთვის შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება;

ბაგა-ბაღში ინკლუზიური განათლების პოლიტიკის შემუშავება ყველა თანამშრომლის მონაწილებით და მისი დანერგვის ხელშეწყობა;

ინკლუზიური გარემოს დამადასტურებელი ვიზუალური მინიშნებების გამოფენა;

ყველა დაინტერესებული მშობლის კონსულტირება და ცნობიერების ამაღლება;

ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდება, მათი ასაკის შესაბამისი აქტივობების გამოყენებით. საჭირო უნარები და კომპეტენციები: ინკლუზიური განათლების ფილოსოფიისა და პრინციპების ცოდნა, სკოლამდელი დაწესებულებების ინკლუზიური პოლიტიკის დოკუმენტების ცოდნა, პრეზენტაციებისა და სემინარების ორგანიზების უნარი, პოზიტიური კომუნიკაციური უნარები, ბავშვებისათვის სხვადასხვა აქტივობებისა და საუბრების დაგეგმვა-განხორციელების უნარი.

2: ბავშვზე დაკვირვება და ბავშვის შეფასება ბაღის გარემოში სტრატეგიები:

ბავშვის შეფასების ინსტრუმენტებისა და დაკვირვება-შეფასების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით, ბავშვის შეფასება.
საჭირო უნარები და კომპეტენციები: ბავშვის განვითარების კანონზომიერების ცოდნა, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა.

3: სსსმ ბავშვის საჭიროებებზე გუნდური მუშაობა სტრატეგიები:

სსსმ ბავშვების მშობლების კონსულტირება და მისი ჩართვა გუნდის მუშაობაში; აღმზრდელის დახმარება ბავშვის საჭიროებების
გაცნობიერებასა და ინდივიდუალიზაციის სტრატეგიების განხორციელებაში; აღმზრდელთან ბაგა-ბაღის ფსიქოლოგთან, ლოგოპედთან და ბავშთან მომუშავე გარე სპეციალისტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბავშვის ბაღის გარემოში ჩართვასთან დაკავშირებული გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებსა და სტრატეგიებზე შეთანხმება; გუნდური შეხვედრების ოქმების
წარმოება; ინდივიდუალური გეგმის შედგენის ტექნიკური უზრუნველყოფა, ყველა ჩართული მხარის მონაწილეობით, და მისი შესრულების მონიტორინგი; გეგმის გადაფასება.

საჭირო უნარები და კომპეტენციები: მშობლების კონსულტირებისა და მათთან პოზიტიური ურთიერთობის სტრატეგიების ცოდნა; სხვადასხვა მდგომარეობებისა და დარღვევებისათვის დამახასიათებელი ნიშნების ცოდნა; ინდივიდუალიზაციის სტრატეგიების ცოდნა; ინდივიდუალური გეგმის შექმნისა და მისი მონიტორინგის უნარი.

4: რთული ქცევის მართვასა და პოზიტიურ გაძღოლაში აღმზრდელთან და ფსიქოლოგთან თანამშრომლობა სტრატეგიები:

ფსიქოლოგთან ერთად, რთული ქცევის მართვისა და პოზიტიური გაძღოლის პოლიტიკის შემუშავება ბაღისათვის და ფსიქოლოგთან თანამშრომლობით ამ პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

საჭირო უნარები და კომპეტენციები: პოზიტიური აღზრდისა და რთული ქცევის მართვის პრინციპების ცოდნა და გამოყენება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება