მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მთავრობის დადგენილებით, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის წესში გაწერილია ის უფლებები, რომლებიც საბავშვო ბაღებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ.
კერძოდ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი: ითანხმებს საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას; ასევე, უფლებამოსილია, დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტისას საჯარო დაწესებულებაში მიავლინოს თანამშრომელი; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სამდივნოსგან იღებს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საჯარო დაწესებულების არგუმენტირებულ პოზიციას, ასევე სხდომაზე დასწრების მოწვევას, საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის შემთხვევაში;
გარდა ამისა, მონაწილეობს საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას ავტორიზაციის
საბჭოს სხდომაში და სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.
მუნიციპალიტეტის მერი ითანხმებს ავტორიზაციით განსაზღვრულ ვადაში, საჯარო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი ბავშვების ზღვრული რაოდენობის არა უმეტეს 30%-ით გაზრდილი ოდენობისათვის მომსახურების გაწევის შემთხვევებს იმ პირობის დაცვით, რომ უზრუნველყოფილი იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც ასახული უნდა იქნეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემაში.
„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია, მის მიერ დაფუძნებული დაწესებულებისთვისავტორიზაციის შეწყვეტის/შეჩერების/უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში რეგისტრირებული/ჩარიცხული ბავშვების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ერთჯერადად შესთავაზოს მომსახურების მიწოდება თავის დაფუძნებულ სხვა დაწესებულებებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა