სიახლეები
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ
25-10-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ მიღებენ ხარისხიან და სიღრმისეულ ფორმალურ განათლებას, ასევე წარმატებით არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.

24 ოქტომბერს, ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება - „საგნობრივი ოლიმპიადა“.

VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა წერეს სამინისტროს მიერ მიწოდებული კომბინირებული ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

კონკურსის მეორე ტურში მონაწილეებს სამინისტრო გამოავლენს მუნიციპალიტეტების მიხედვით პირველ ტურში მონაწილეთა შეფასებების რეიტინგული სიის 10%-ის ოდენობით თანაბარი პროპორციით.

კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მოსწავლებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.

„წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!“,-აღნიშნავენ ცენტრში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება