სიახლეები
სკოლები

„ჩვალბეჩიდან დეხვირამდე, წინ მომავლის გზა“ - დეხვირის საჯარო სკოლის 150  წლის იუბილე შთამბეჭდავად აღინიშნა
25-10-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლამ 150 წლის იუბილე აღნიშნა.

სკოლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ჩვალბეჩიდან დეხვირამდე, წინ მომავლის გზა“ გაიმართა.

ღონისძიება სკოლის დირექტორმა, ხათუნა ხეცურიანმა გახსნა - მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სკოლის ისტორიის შესახებ. 

სკოლის აღსაზრდელები კი მაყურებლის წინაშე ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციითა და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ.

ღონისძიებაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„სკოლის ეზოში ლეჩხუმური სოფლების შემოდგომის იდილია სუფევდა, წურავდნენ ყურძენს, ავლებდნენ ჩურჩხელებს, ამზადებდნენ სურნელოვან მარილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ და სკოლას 150 წლის იუბილე მიულოცეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ- ქრისტინა კობახიძემ, რწმუნებულის მოადგილემ -ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა- ლევან ზალკალიანმა, მოადგილემ -რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ-ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებმა-რეზო ხეცურიანმა და მარიკა კოპალიანმა, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა- ირაკლი სილაგაძემ, ლეჩხუმის სასკოლო საზოგადოებამ, მობრძანებულმა სტუმრებმა.

ღონისძიების დასასრულს მიწვეულ სტუმრებს დეხვირის სკოლისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„მადლობა მობრძანებულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას დაფასებისთვის, მხარდაჭერისა და საუკეთესო სურვილებისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება