სიახლეები
სკოლები

„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - ივანდიდის საჯარო სკოლის ეზოს მწვანე სივრცე თემის ჩართულობით მოეწყო
25-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტი - „დავიცვათ  საქართველოს სისუფთავე“ გამოირჩევა  თემის განსაკუთრებული ჩართულობით, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს პროექტის სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, პროექტის მხარდაჭერის მიზნით, 2000-2001 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - მარიკა ქავზინაძემ, ცირა ბენდელიანმა და თათია კეკუტიამ, თავიანთი კლასის სახელით, რამდენიმე ძირი მცენარე დარგეს სკოლის ეზოში.

„ასევე, ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შემოურთდა და სკოლის ეზოს მწვანე სივრცის მოწყობით მიზნით, სოფლის მკვიდრმა, ჩვენი მოსწავლეების ბაბუამ - მურმან კოპალიანმა დარგო მცენარის ნერგები“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ყველას, ვინც სკოლის ეზოს გამწვანებაში წვლილი შეიტანა. 

„მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, პროექტის და სკოლის ხელმძღვანელობის სახელით, სკოლის ეზოს მწვანე სივრცის მოწყობაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის ფასილიტატორი იამზე ფანცულაია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება