სიახლეები
სკოლები

„მათემატიკური ცხოვრება და დროება - სიცოცხლე ცვლაა“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში კონფერენცია გამართეს
25-10-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მათემატიკის კლუბ „უსასრულობის“ და VI კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის პედაგოგ მანანა წულაიას ხელმძღვანელობით, მასწავლებლის ეროვნული დღესასწაული და ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წლისთავის იუბილე სწორედ აღნიშნულ მუზეუმში აღნიშნეს, სადაც მათ საინტერესო კონფერენცია თემაზე: „მათემატიკური ცხოვრება და დროება - სიცოცხლე ცვლაა“ ჩაატარეს. 

მათემატიკოსთა ემბაზი“ - ასე დავარქმევდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს... და რაოდენ დიდი ბედნიერებაა, რომ ამ ემბაზში მიიღებ ნათლობას... მისი მადლი ყველა ჩემს მოსწავლეს! დიახ, დღეს, ეს ნათლობაც შედგა!“, - ამბობენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს როგორც ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე, ასევე მათ ოჯახთან დაკავშირებულ დიდ მათემატიკოსებზე.

„მათ ასევე 21-ე საუკუნის მათემატიკოსებიც მადლიერებით მოიხსენიებს, რამეთუ ისინი თავდაუზოგავად ცდილობენ ღირსეული წინაპრების გაკვალულ გზაზე რაც შეიძლება ბევრი მოზარდი გაწაფული ატარონ. ამიტომაც არის ცხოვრება ცვლა... მათემატიკა ხომ პრობლემის დანახვა, მისი გააზრება და გადაჭრაა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენციას ესწრებოდნენ ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაცია და მოსწავლეთა მშობლები.

კონფერენციის შეჯამებისას, მუზეუმის დირექტორმა გიორგი ფანცულაიამ თავის გამოსვლაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნა კონფერენციის საოცრად მიზნობრივი თემატიკა და სიმბოლური კავშირები. მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებელს, უსურვა მათ წარმატებები.

„მუზეუმის დათვალიერებისას, მუზეუმის გიდმა საინტერესო ინტერაქტიული ლექცია შემოგვთავაზა. მოსწავლეები ისეთ საინტერესო შეკითხვებს უსვამდნენ, გიდიც კი ორაზროვნად სასიამოვნოდ გაოცებული აღმოჩნდა, რაც აღნიშნა კიდეც დამშვიდობებისას.

საოცრად ლამაზი სახლ-კარი, ეზო-გარემო, მაღალი ინტელექტუალური სულის გამაოგნებელი სურნელი ისეთი ჯადოსნური ძალით მოქმედებს, გენანება მათთან განშორება და მითუმეტეს, შემოდგომის მზიანი თბილი დღის ჟამს ყვითელი ფოთლების ხალიჩაც რომ გეფერება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება სკოლის დირექტორს, ფაქიზო ფანჩულიძეს და მოსწავლეთა მშობლებს ამ დღის აქტივობების მხარდაჭერისა და შემართებისათვის მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება