სიახლეები
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ
26-10-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონდომებით იასპარეზა. 

ღონისძიება სარფის საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს 32 სკოლის 160 მოსწავლე ეჯიბრებოდა. მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათ შორის განათიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ, რომლებიც კონკურსში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მონაწილეებს ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

„მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს საინტერესო კონკურსისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება