სიახლეები
სკოლები

ბაღდათის N1 სკოლის მე-7 კლასელთა ქართული ლიტერატურისა და მუსიკის შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი
26-10-2023
-
+


ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

მაგალითად, VII კლასში, გაკვეთილები პროექტის - „ოცნება ნახატი საგანთა უარით - გალაკტიონი, როგორც მხატვარი და მუსიკოსი“, ფარგლებში ტარდება.

ამჯერად, საგნების - ქართულისა და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეებს გალაკტიონის ლექსი „ქარი ქრის“  წაუკითხა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ელფერს სძენს ლექსს პოეტური გამეორება; აღნიშნა, რომ ის ლექსის ემოციას აღრმავებს და ნაწარმოებს მუსიკალურობას ჰმატებს.

მუსიკის მასწავლებელმა კი მოსწავლეებს სიმღერა „ქარი ქრის“ (კომპოზიტორი გია ყანჩელი) მოასმენინა.

„ყურადღება გამახვილდა გალაკტიონის ლექსის მუსიკალურ ინტონაციაზე, რომლის შემდეგ მოსწავლეებმა დახატეს „პოეტური შტრიხებით“, თავიანთი წარმოსახვით. მათ არაჩვეულებრივი ნახატები შექმნეს. ბოლოს კი, წარმოადგინეს ნამუშევრები და ისაუბრეს, თუ რა როლს ასრულებს გალაკტიონის პოეზიაში მუსიკა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები ბმულზე:

ვიდეო

ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება