სიახლეები
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოდელირება მოაწყვეს
26-10-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოდელირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიება დაგეგმა და მოამზადა: გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის მენტორმა მასწავლებელმა საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორმა ანა ანუშიძემ და ისტორიის უფროსმა მასწავლებელმა, საქართველოს ისტორიის მაგისტრმა ზვიად ჩხენკელმა.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა:

პირველი ნაწილის ფარგლებში მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ მოისმინეს ლექცია თემაზე - „წმინდა ადგილების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“.

მეორე ნაწილის ფარგლებში კი მოდელირებული სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს საკითხზე: „ისრაელ - პალესტინის კონფლიქტი“.

გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირების პროცესში X და XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოდელირებული სხდომის მონაწილეთა ამოცანა გახლდათ: მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში. (სამუშაო ენა: ქართული ენა და ინგლისური ენა).

მოდელირების ფარგლებში, გაეროს უშიშროების საბჭოს თხუთმეტივე წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა წარადგინა პრეზენტაცია საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პოსტულატების და ქეისთან დაკავშირებული ოფიციალური პოზიციის შესახებ.

„პრეზენტაციებს შემდეგ გაიმართა მსჯელობა და დისკუსია, რის შედეგადაც გამოკვეთილ რეზოლუციის პუნქტებს, პრეზიდენტი ქვეყნის, ბრაზილიის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით ეყარა კენჭი“, - გვიყვებიან სკოლაში

მოდელირების ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებმა 11- პუნქტიანი რეზოლუცია მიიღეს, რაც პრეზიდენტმა ქვეყანამ აუდიტორიას გააცნო.

მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში საინტერესო გამოცდილება მიიღეს და ცოდნა გაიღრმავეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება