სიახლეები
სკოლები

„ანბანის შემობრძანება“ - ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი საზეიმო გაკვეთილი
26-10-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

სკოლის პედაგოგმა 1-ელ კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებებული გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ ჩაატარა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„ჩემი პატარები ლექსებით მიესათუთენ ათასჯერ ნაფერებ ქართულ ანბანს. იყოჩაღეს, რათა „ცოდნის სკივრიდან“, რაც შეიძლება მალე სწვდენოდნენ ქართულ ანბანს“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

ბავშვები ახალ ასოებს დიდი ინტერესითა და ყურადღებით სწავლობდნენ და აქტივობებში მონდომებით მონაწილეობდნენ.

„ერთხელ დაბადებული კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ ხელში პირველად აიღებს, აიღებს გაშლის და თითქოს ისევ დაიბადაო, ამ სამზეოს უცებ სხვაგვარად დაინახავს“, - ამბობს პედაგოგი. 

ამასთანავე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში ვარსკვლავი „აი ია“ გაიხსნა, რამაც ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

მასწავლებელი ბავშვებს ანბანის სწავლის დაწყებას ულოცავს და მათ წარმატებებს უსურვებს.

„მინდა, ჩემს პატარებს ვუსურვო, რომ ეს ლამაზი დღე დასაბამი იყოს მათთვის კლასის ლამაზი და საინტერესო ცხოვრების დაწყებისა. მინდა, კიდევ ერთხელ გზა დავულოცო ყველა პირველკლასელს ცოდნის უკიდეგანო სამყაროში. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს პატარებს ესეთი ლამაზი დღისათვის“, - ამბობს პედაგოგი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება