სიახლეები
სკოლები

ნიუ-იორკელი ქართველი ბავშვები ქართულ ანბანს „პირველკლასელთა აკადემიით“ ისწავლიან - წიგნი აშშ-ი ყელქცეულის სკოლის პედაგოგმა, მარინე ტაბატაძემ ჩაიტანა
26-10-2023
-
+


ნიუ-იორკელი ქართველი ბავშვები ქართული ანბანის სიტკბოებას უნიკალური წიგნი რვეულით - „პირველკლასელთა აკადემია“ დაეწაფებიან

ინოვაციური სასწავლო რესურსი ნიუ-იორკში, ქართული კულტურის პირველი ცენტრის აღსაზრდელებს პროექტის - „დედაენა ყველა ემიგრანტ ბავშვს“ ფარგლებში გადაეცათ.

„დედაენა ყველა ემიგრანტ ბავშვს“, რომლის განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაიწყო ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგის - მარინე ტაბატაძისა და „ეტალონის“ დამფუძნებლის - გოჩა ტყეშელაშვილის ერთობლივი პროექტია.

ბავშვებმა სახელმძღვანელო დიდი სიხარულით მიიღეს. წიგნი მათ დაეხმარება პირველი კლასის პროგრამის ათვისებაში და შეასრულებს მთავარ მიზანს შეაყვარებს ქართულ ენას, მის უნიკალურ ანბანს. 

მარინე ტაბატაძეს კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელო ყველა ბავშვს ჰქონდეს, ამიტომ ის ჯერ კიდევ აგვისტოში, ამერიკაში ყოფნისას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს მეუფე საბას (ინწკირველი) ფილადელფიის ტაძარში შეხვდა და მას გიორგი ფერაძის სახელობის პენსილვანიის ქართული კულტურის ცენტრისთვის, „პირველკლასელთა აკადემიის“ 10 ეგზემპლარი გადასცა.

დღეს კი ბავშვები საზეიმოდ დასაჩუქრდნენ. 

პოეტი და პროზაიკოსი ნათია ხადური სოციალურ ქსელში მადლობის წერილს ავრცელებს. 

„დღეს, ქართული კულტურის პირველ ცენტრს აღსაზრდელებისთვის პროექტის - „დედაენა ყველა ემიგრანტს“ ფარგლებში საქართველოდან საჩუქრად გამოგზავნილი წიგნები გადაეცა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდით ქალბატონ მარინა ტაბატაძესა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.

კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლიკა სირელსონმა თავისი სტუდიის აღსაზრდელებს ლამაზი საღამო აჩუქა და გვითხრა, რომ შემდეგში ამ საოცრად ჭკვიანი, ლამაზი და თვალხატულა გოგო-ბიჭებისთვის ერთ დღეს საზეიმოდ შევადგენთ“,- წერს მწერალი.

მარინე ტაბატაძეს ახარებს, რომ ემიგრანტი გოგო-ბიჭების ეროვნულად აღზრდის საქმეში წვლილი შეიტანა.

„ჩემო ნათია, ძვირფასო ადამიანო, უდიდესი მადლობა იმ თბილი და სიყვარულით სავსე ემოციისთვის, რაც ამ კადრების ნახვის მერე მომანიჭე. მადლობა. ქალბატონ ლიკას, იმ ღვაწლისთვის და შრომისთვის, რასაც ასე გულუხვად გასცემს ოკეანის გადაღმა, ჩვენი თვალხატულა გოგო-ბიჭების ეროვნულად აღზრდის საჭირო და აუცილებელ საქმიანობაში როგორი სასიხარულოა, ბატონ გოჩასთან ერთად მცირედი წვლილის შეტანა რომ მოვახერხე ეროვნული მისიის შესრულებაში... უღრმესი მადლობა ჩვენს ქართველ მშობლებს და ბავშვებს იხარეთ და გაძლიერდით ჩემო ქართველებო!“,- წერს მარინე ტაბატაძე.

აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო, ახალა კი წიგნით უკვე წიგნით ამერიკაში, ქართული კულტურის ცენტრის აღსაზრდელები ისწავლიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება