სიახლეები
სკოლები

„იაკობი, მასწავლებელთა მასწავლებელი“ - წყალტუბოს N4 სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
26-10-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეული - „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“ დაიწყო.

კვირეული გახსნა დაწყებითი კლასების კათედრამ.

კვირეულის ფარგლებში, მე-4 კლასში, რომლის ხელმძღვანელი რუსუდან ლობჟანიძე გახლავთ, ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება: „იაკობი, მასწავლებელთა მასწავლებელი“.

ღონისძიებაზე მეოთხეკლასელებმა აღნიშნულ თემაზე ნამუშევრები წარადგინეს.

„მათ დამოუკიდებლად მოიძიეს მასალები და გვიამბეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე წაიკითხეს და თხრობით გადმოგვცეს იაკობ გოგებაშვილის ისტორიული მოთხრობები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა, ასევე თემატური პოსტერები,  ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეთა აქტივობები მოიწონა და დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ. მან მეოთხეკლასელებს წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ კვირეული აქტიურად გრძელდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება