სიახლეები
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ჩატარდა
26-10-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ჩატარდა.

აღნიშნულ კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

მე-3 კლასში, რომლის დამრიგებელი ნ. ჯავახიშვილი გახლავთ ჩატარდა სახალისო თამაში: „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი“. კლასი გაიყო ოთხ ჯგუფად და თითოეულს ევალებოდა პროექტორით ნაჩვენები ილუსტრაციების დახმარებით, სავარაუდო პასუხებიდან სწორი ამოეცნო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაშმა მოსწავლეები დააინტერესა და მათში ინტერნეტით მიწოდებული ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისაგან გარჩევის უნარის განვითარებას ხელი შეუწყო.

IV კლასში კი, რომლის დამრიგებელი ნ. გიგოლაშვილია, საგანში - „მე და საზოგადოება“ ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო „უსაფრთხო ინტერნეტი“.

მასწავლებელმა საკითხთან დაკავშირებით გაააქტიურა წინარე ცოდნა, ხოლო შემდეგ სლაიდების მიწოდებით ყურადღება გაამახვილა უსაფრთხო ინტერნეტთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: „ინტერნეტი - მეგობარი, ინტერნეტი-მტერი“, „ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები“, „როგორ ამოვიცნოთ ყალბი ახალი ამბები“, „როგორია კარგი ონლაინმეგობარი“,  „ონლაინ აპლიკაციები“, „როგორ აღმოვაჩინოთ ყალბი ინფორმაცია“,  „რა უნდა ვქნათ, როცა არასასურველი ადამიანი გვიკავშირდება?“, „ფოტოებისა და პერსონალური ინფორმაციის გაზიარება“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ასახელებდნენ მაგალითებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან.

„ამავე კლასში სადამრიგებლო საათზე იმსჯელეს თემაზე - „თუ მოხდა ისე, რომ სახლში მარტო დარჩი“, სადაც ყურადღება გამახვილდა ქცევის წესებზე, თუ როგორ დააღწიონ თავი მარტო ყოფნისას წარმოქმნილ პრობლემებს“ , -აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე ნახეს ფილმი „მარტო სახლში 1“, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

აღნიშნულ კვირეულში ჩაერთნენ VII კლასის მოსწავლეებიც, რომელთა დამრიგებელი ნინო ჯავახიშვილია. ისინი გაეცნენ მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს.

მათ ასევე გამართეს დისკუსია ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ამოცნობაზე, ხოლო სადამრიგებლო საათზე შექმნეს პოსტერი „უსაფრთხოება შენს ხელშია“.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება