სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება
26-10-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა შრომას, ღვაწლსა და ახალი თაობის განვითარების საქმეში შეტანილ წვლილს დიდად აფასებენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, I კლასმა ღონისძიება - „იაკობი, მასწავლებელთა მასწავლებელი“, სკოლის ბიბლიოთეკაში გამართა. ის დიდი მასწავლებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს მიუძღვნეს.

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. პირველი კლასის პედაგოგმა თინათინ ნაცვლიშვილმა მოსწავლეებს ქართველი ხალხის წინაშე იაკობ გოგებაშვილის დამსახურება შეახსენა. მან დიდი მწერლის ღვაწლისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრა. ასევე, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ და „ბუნების კარი“ შექმნაზე გაამახვილა ყურადღება.

„იაკობი ქართული ენის ბურჯი იყო და სახალხო განათლების ფარ-ხმალს წარმოადგენდა“,- თქვა მასწავლებელმა.

„თავად იაკობი მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი და უდიდესი მასწავლებელი აცხადებდა: „სადაც მრავლდება სკოლები, იქ ქვეყანა დოვლათით ავსებულა“, მან კარგად იცოდა, რომ ერის გადამრჩენი მხოლოდ განათლებაა და მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ამ უმნიშვნელოვანეს საერო საქმეს“. პატარები დიდ შემოქმედს მოეფერნენ და პატივისცემით წარმოთქვეს ლექსები დიდ იაკობზე“,- გვიყვებიან სკოლაში.

გარდა ამისა, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, საყვარელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, რამდენიმე საინტერესო აქტივობები განახორციელეს. მოსწავლეებმა ახალგაზრდული შეხვედრების ოთახში იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და რამოდენიმე მოთხრობის ვიდეოჩანაწერი ნახეს. მათ წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიდან ნაწყვეტები და ინსცენირება გამართეს. პატარები ხალისითა და დიდი მონდომებით ასრულებდნენ სხვადასხვა როლს, ბოლოს იმსჯელეს მთავარ გმირებზე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება