სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა ამოიცნოთ ბავშვში გენიოსი?
11-11-2023
-
+


ყველა ბავშვს აქვს რაიმე ისეთი თვისება, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს, ისინი ინდივიდუალურები არიან, სხვადასხვა ინტერესები და მისწრაფებები აქვთ. ზოგიერთისთვის პრიორიტეტი სპორტი, მუსიკა, მეცნიერებაა, ზოგი კი უპირატესობას ხატვას, ინჟინერიას, ცეკვას ანიჭებს. 

ასაკის მატებასთან ერთად კი, მათი შეხედულებები ყალიბდება და არჩევანს კონკრეტულ მიმართულებებზზე აკეთებენ. თუმცა, ამავდროულად, არიან ბავშვებიც, რომლებსაც უნივერსალური ინტერესები აქვთ, მათ ყველაფრის ცოდნა უნდათ და ზოგჯერ გენიოს ბავშვებად მოიხსენიებენ. 

როგორ უნდა ამოიცნოთ ბავშვში გენიოსი? - ამაზე საზოგადოების ნაწილი საუბრობს ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის რაიმე კონკრეტული ფორმულა არ არსებობს და ალბათ ვერც იარსებებს, უცხოელი ბავშვთა ფსიქოლოგი საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს. 

მან დაკვირვების შედეგად შემდეგი ნიშნები გამოყო:

  • ინფორმაციისა და ცოდნის მიღების დაუოკებელი სურვილი;
  • ახალი თემების სწრაფად სწავლის უნარი;
  • ახალი და რთული ინფორმაციის სწრაფად დამუშავების უნარი;
  • კონკრეტული თემების ღრმად შესწავლის სურვილი;
  • დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ხშირად კითხვების დასმით გამოიხატება;
  • სასკოლო მასალის სხვებზე ადრე ათვისების უნარი;
  • ემპათიის უნარი და ემოციურობა;
  • ისეთი თემების ინტერესი, რაც მათი ასაკის ბავშვების უმეტესობას არ აინტერესებს;
  • იუმორის განსაკუთრებული გრძნობა;
  • აინტერესებთ გლობალური და სოციალური საკითხები;
  • პრობლემის კრეატიულად გადაწყვეტის უნარი;
  • წარმოსახვის უნარი.

ეს ნიშნები, რა თქმა უნდა, ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება. გენიოსი შეიძლება ყველა ბავშვში იმალებოდეს. ფსიქოლოგი კი მშობლებსა და მასწავლებლებს ურჩევს, რომ პატარებს განვითარებაში დაეხმარონ და მათი ინტერესები უკანა ფლანგზე არ გადაიტანონ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება