სიახლეები
სამასწავლებლო

„მშობელი დაინახავს რას სწავლობს მისი შვილი, რა იცის მისმა შვილმა“- თბილისის 211-ე საჯარო სკოლის დირექტორი
15-05-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. 

შეხვედრას ძველი თბილისის სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ, რომელთა შორის იყო 211-ე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ცერცვაძე. 

სკოლის დირექტორის თქმით, პროექტი კარგია, რადგან მოსწავლის სწავლის პროცესში მშობელის ჩართულობას ზრდის. 

„ძალიან კარგი პროექტია, რადგან ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა არის მშობელთა ჩართულობა, რამდენადაც დავინახე სწორედ მშობლის ჩართულობაზე კეთდება ეს პროექტი და რა თქმა უნდა, მშვენიერია, მშობელი დაინახავს რას სწავლობს მისი შვილი, რა იცის მისმა შვილმა, პროექტში ჩართვას ვაპირებთ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის, სოფელ წავკისის 211-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა. სკოლაში 113 მოსწავლე სწავლობს. 

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლის მოსწავლეების სურვილია სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები და პრაქტიკული მეცადინეობებისთვის დანადგარები ჰქონდეთ. 

შეგახსენებთ, izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს  საშუალება აქვთ  ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ტესტებში, მშობლებს კი შეუძლიათ თვალი მიადევნონ  მოსწავლეების განვითარებას, მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდა-განათლებისა და წახალისების პროცესში და იამაყონ მათი  მიღწევებით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება