სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეოთხეკლასელებს გაკვეთილი მთაწმინდის პანთეონში ჩაუტარდათ
27-10-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასა და ბიოგრაფიას გაეცნენ.

ბავშვებმა მოისურვეს, ამ დიდი გენიისთვის პატივი მიეგოთ და მთაწმინდაზე მისი საფლავი ყვავილებით შეემკოთ, რაზეც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მარი თაბაგარმა იზრუნა.

მოსწავლეებს მთაწმინდის, მამა დავით გარეჯელის, მისი სახელობის ტაძრისა და პანთეონში დაკრძალული მოღვაწეების შესახებ უამბო და შემეცნებითი გაკვეთილი სწორედ პანთეონში ჩაატარა.

მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ილიას საფლავები ყვავილებით შეამკეს, ტაძარი მოილოცეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ბავშვებმა საფლავებთან ლექსების წაკითხვა მოისურვეს და ამ წმინდა წიაღში ააჟღერეს ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ლეონიძის, ოთარ ჭილაძის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ნოდარ დუმბაძის ლექსები.

ბოლოს კი მოსწავლემ, თეკლა ჩარგეიშვილმა მასწავლებლის - მარი თაბაგარის ლექსი „ჩემი მთაწმინდა“ წაიკითხა.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„სასიამოვნოდ დაქანცული მოსწავლეები, ემოციითა და შთაბეჭდილებით სავსე დაუბრუნდნენ სკოლას. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის“, - აღნიშნულ დღეს ასე აფასებენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე ბავშვებმა აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ უნდა შეისწავლონ. ისინი გაიხსენებენ, რომ ეს ბუმბერაზი ადამიანი მთაწმინდაზე განისვენებს.

„მართლაც, უკიდეგანოდ მაღალია ჩვენი მთაწმინდა“ - ხოტბას ასხამენ მთაწმინდას სკოლაში, რასაც პედაგოგი მარი თაბაგარი ლექსით გადმოსცემს: 

„ვინ მოიგონა
ევერესტის დიდი სიმაღლე,
ვინ გააოცა
ჯომოლუნგმის კალთის ციცაბომ?!
ქართველი ვარ და
გამაჩნია სულ სხვა სიმართლე,
არ შემიძლია,
ეს სიდიდე როგორ ვიწამო.
რა ევერესტი,
რა ჩოგორი, რა კაჩეჯანგა,
როცა სამშობლოს
ეხიდები როგორც ტარიგი.
არ შეუქმნია
ქვეყანაზე ჯერ გამჩენს სხვა მთა,
ჩემს მთაწმინდაზე
მაღალი და უფრო ნატიფი.
აქ მეგებება
ჭავჭავაძის ნაზი ასული,
დიდი ილიას
მირონცხებულ სიტყვის გენია,
ვაჟა-ფშაველა,
ყველა მთაზე მაღალი სულის,
ბარათაშვილიც,
ყიფიანიც აქ ასვენია.
აქ ქაქუცაა,
იაკობი, დიდი აკაკი,
„მთაწმინდის მთვარეს“
თითქოს გალობს გალა სტიქარში,
შემოქმედების
გენია დუღს, თანაც რაკრაკით
მიედინება
ცისკენ, მაღლა, გალაქტიკაში.
მთის მწვერვალზე დგას
მადლიანი მამა დავითი,
ტაძრის გუმბათი
გვირგვინად აქვს მგოსანთ სავანეს,
ფართოდ გაშლია
ზეციური მხარი, ლავიწი,
სულით ცის ახლოს,
მაგრამ შორი როგორც სამარე...
რა ჯომოლუნგმა,
მე სიმაღლეს ვზომავ სხვაგვარად;
უფალმა ჩემი
საქართველო ნიჭით დაწინდა.
ბუმბერაზები
დაიტია, ნეტავ, რაგვარად?!
უკიდეგანოდ“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება