სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი და პედაგოგები საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
27-10-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ლალი მელივა და პედაგოგები კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის ხელმძღვანელი ლალი მელივა და პედაგოგები: მარი თაბაგარი, ელენე მიროტაძე და სოფიკო გორგილაძე სამეტაპიანი პროექტის - „განათლება შერიგებისთვის“ დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

ღონისძიება ნაციონალიზმისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრისა და ნიდერლანდების საელჩოს უშუალო მხარდაჭერით, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა.

ამ აქტივობაში მონაწილე პედაგოგებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული შიდასასკოლო ღონისძიებების პრეზენტაცია-ანგარიში წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელები - ნინო კალანდარიშვილი, ელიკო ბენდელიანი, ნინო კობახიძე, როდამი ცომაია, ნიდერლანდებისა და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის და იუსტიციის მინისტრები - ნანა გაბელია და გიორგი გაბედავა.

პროექტის პრეზენტაცია გახსნა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავჯდომარემ - ნინო კალანდარიშვილმა, პროექტის მენეჯერმა - ნინო კობახიძემ, ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ - მორის პაულუსენმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტები და შესაბამის სფეროში მომუშავე სპეციალისტები.

პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ, სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ ნიდერლანდებისა და შვეიცარიის საელჩოს სამახსოვროდ მოსწავლეების, მშვიდობის თემაზე, შექმნილი მხატვრული ტილოები გადასცა.

აღნიშნულ დღეს სამშვიდობო განათლების დანერგვის შესახებ სასკოლო სივრცეში, გამოითქვა მოსაზრებები.

პედაგოგებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ექსპერტების შემუშავებული რეკომენდაციები მიიღეს.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები სხვადასხვა პროექტიდან მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება