მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების, ასევე წარჩინებული მოსწავლეების ფულადი ჯილდოთი წახალისებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსებას; ასევე საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ადამიანების ტრანსპორტირებას;
ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელები ფულად ჯილდოს მიიღებენ, რომელიც გათვალისწინებულია ასევე ადგილობრივი საჯარო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნებისთვის.
„პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებით, პროფესიულ, სადღესასწაულო დღეებზე, მოსწავლე-ახალგაზრდებისა და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანების ფულადი ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზითა თუ ფასიანი საჩუქრით წახალისებას“, - ნათქვამია დადგენილებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი