მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციზე - ICYS წარმატებით იასპარეზეს.
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XXV საიუბილეო კონფერენცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია.
კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობდნენ.
საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
1. ნიკა ფილაური - ბრინჯაოს მედალი - მათემატიკა
2. ნიკოლოზ ღვინიაშვილი - ბრინჯაოს მედალი - მათემატიკა
3. ნიკოლა კაპანაძე - ბრინჯაოს მედალი - მათემატიკა
4. მარიამ გორდაძე - ბრინჯაოს მედალი - სიცოცხლის მეცნიერებები
5. მარიამ მამალაძე -ბრინჯაოს მედალი - სიცოცხლის მეცნიერებები
6. ნათია კობახიძე - ბრინჯაოს მედალი - ინჟინერია
7. ნიკოლოზ ცაგარეიშვილი - ბრინჯაოს მედალი - ინჟინერია
8. გვანცა მამალაშვილი - სპეციალური სერტიფიკატი - სიცოცხლის მეცნიერებები
9. ანანო ღიბრაძე - სპეციალური სერტიფიკატი - სიცოცხლის მეცნიერებები
10. თამთა ჯაში - სპეციალური სერტიფიკატი - სიცოცხლის მეცნიერებები
11. ალექსანდრე მუსელიანი - სპეციალური სერტიფიკატი - მათემატიკა
12. ნიკოლოზ მესხი - სპეციალური სერტიფიკატი - მათემატიკა
აღსანიშნავია, რომ 3 სექციაში გამარჯვება მხოლოდ საქართველოს გუნდმა მოიპოვა.
აღნიშნული შედეგით საქართველო გუნდურად V ადგილზე გავიდა.
სკოლა ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე