სიახლეები
სკოლები

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული  და სანტერესო ინიციატივა ვანის N2 საჯარო სკოლაში
27-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული - „26 ოქტომბერი - დღე დიდი იაკობის გახსენებისა“,  მოეწყო. 

ინიციატივა, სკოლის ხელმძღვანელს - თეონა ადეიშვილსა და დაწყებითი კლასების კათედრას ეკუთვნის, აღსანიშნავია, რომ კათედრის ხელმძღვანელი -  ნ.დვალიშვილია. 

„26 ოქტომბერი - დღე დიდი იაკობის გახსენებისა“, - ამ დღეს, კიდევ ერთხელ, გაიხსენეს მოსწავლეებმა დიდი საზოგადო მოღვაწე და მისდამი მათი დამოკიდებულება სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აიღეს ხელში „დედაენა“, როგორც სკოლაში აღნიშნავენ - „ჯადოსნური წიგნი, რომლის ძალა და მადლი თაობების სულს მალამოდ ეცხება და რომელის სიცოცხლეზე ძლიერი და მშვენიერია“. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა შექმნეს ჩანახატები მისი მოთხრობების პერსონაჟებზე, წაიკითხეს ჩანახატის შესაბამისი ადგილები და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ მისი ნაწარმოებებიდან ამორჩეული „მარგალიტები“ მანათობელ ვარსკვლავებად გაჰყვებათ წლების მანძილზე. 

„დაილოცოს დედაენის შემქმნელი და შემოქმედი! მადლობა ჩემო ღირსეულო მოსწავლეებო!

ყველა ქართველის ბავშვობის მოგონებებში დიდი სითბოთი და სიტკბოთი განფენილია იაკობ გოგებაშვილი თავისი სასწაულმოქმედი „დედაენით“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ლ.ეფრემიძე. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება