სიახლეები
სკოლები

ქვენობნის საჯარო სკოლის პირველკლასელთა „ცოდნის დღესასწაული“ 
27-10-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მასწავლებლის ეროვნულ დღეს, რომელიც 27 ოქტომბერს დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება, სკოლაში „ანბანის შებრძანებას“ ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებშიც პირველკალსელები შემოქმედი და ნიჭიერი პედაგოგის - თინა შეშელიძის ხელმძღვანელობით, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„პედაგოგმა მოსწავლეებს ნამდვილი ზეიმი და „ცოდნის დღესასწაული“ მოუწყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა კი პედაგოგებს ხელნაკეთი ბარათები დაურიგეს და ასე მიულოცეს და მასწავლებლის ეროვნული დღე.

„გადავწყვიტეთ ყოველ 27 ოქტომბერს ტრადიციულად ჩავატაროთ ანბანის შემობრძანების ლამაზი ღონისძიება. ჩემო პირველკლასელებო! კეთილი იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები „დედა ენის“  ჯადოსნურ სამყაროში! მადლობა ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს! წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ, იმედი გვაქვს, კვლავაც ბევრი და ლამაზი სანახაობის მოწმე გავხდებით წლის მანძილზე ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება