სიახლეები
სკოლები

კარწახის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე ღონისძიებით მიულოცეს
27-10-2023
-
+


სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან - სათენიკ ვარდერესიანთან ერთად, ულამაზესი დღე აჩუქეს მასწავლებლებს.

მოსწავლეებმა, თავიანთი ემოციური სიტყვებით, ლექსებით, ცეკვებით, სიმღერებით მოეფერნენ საყვარელ პედაგოგებს და აღუთქვეს, რომ ღირსეულ მამულიშვილებად გაიზრდებიან. 

სკოლაში, უხარიათ, რომ მოსწავლეები ხედავენ, გრძნობენ და აფასებენ მასწავლებლების როლსა და ღვაწლს. 

„იყო მასწავლებელი - რას შეიძლება შეადარო ეს სიტყვა?... ალბათ, სიყვარულს, იმ სიყვარულს, რომელიც დაიტევს მთელ სამყაროს... გვიყვარს, ვაფასებთ, ვიხსენებთ და უზომოდ მადლიერი ვართ თითოეული გათენებული ღამისთვის, ბეწვის ხიდზე, რომ გადის ყოველ დღე, სწორი ღირებულებით აღზრდისთვის და ვინ ჩამოთვლის კიდევ მათ საქმეებს... სასიხარულოა, რომ მოსწავლეები ხედავენ, გრძნობენ, აფასებენ მასწავლებლებს. მათ მადლიერებაში ბევრი სიტყვით უთქმელი ემოციაცაა, რასაც თვალები ამბობენ...“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება