სიახლეები
სიახლეები

დასაჯილდოებელი მასწავლებლები საბოლოოდ სამინისტრომ აარჩია - დეტალები
27-10-2023
-
+


27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, 10 ათასლარიანი ჯილდო და სამკერდე ნიშანი 10 მასწავლებელს გადაეცმა. ცნობილია ის კრიტერიუმები, რომლებიც ჯილდოზე წარდგენილ პედაგოგებს უნდა დაეკმაყოფილებინათ და სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელსაც გამორჩეულები უნდა გამოერჩია.

12 კრიტერიუმი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილმა მასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოს

ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროში 2000-მდე განაცხადი შევიდა, თუმცა სხვადასხვა ცნობადი სახეებისგან დაკომპლექტებულ კომისიამდე, მხოლოდ 30 მივიდა (დანარჩენი სამინისტროშივე გაიცხრილა); ამ 30 პედაგოგიდან, კომისიის თითოეულმა წევრმა შეარჩია 15-15 და ეს სია კვლავ სამინისტროს გადაუგზავნა, საიდანაც საბოლოოდ აარჩიეს ის 10 მასწავლებელი, რომელსაც ეროვნული ჯილდო გადაეცემა.

ვინ აირჩია წლის საუკეთესო მასწავლებლები - კომისიის წევრების სია ცნობილია 

ასე რომ, გამოდის, თავშიც და ბოლოშიც, უკანასკნელი, გადამწყვეტი სიტყვა სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თქვა და დასაჯილდოებელი მასწავლებლების 10 კაციანი სიაც იქვე შედგა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება