მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი 11 პედაგოგის ვინაობა ცნობილია
27-10-2023
დაკოპირებულია
-
+
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელების ვინაობა ცნობილია, ჯილდო 10-ის ნაცვლად, 11 პედაგოგს გადაეცა.
ფულადი ჯილდოთი - 10 ათასი ლარის ოდენობით და საკმერდე ნიშნებით საზეიმოდ შემდეგი მასსწავლებელბი დაჯილდოვდნენ:
მედეა ტრამაკიძე - ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
ვენერა აბუსელიძე - ბათუმის N18 სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
კახაბერ ჩაკვეტაძე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის ისტორიის მასწავლებელი;
მარინა ბერიანიძე - წალკის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
მედეა ბორჩაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ნაზიბროლა მიქელაძე - აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ნუნუ ანდღულაძე - ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი;
პეტრე ბაბილუა - „ევროპული სკოლის“ მათემატიკის მასწავლებელი;
სამირა ისმაილოვა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
ელმირა ქსპოიანი - ნინოწმინიდის N1 საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ნინო ჯალაღონია - თბილისის N141 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი