სიახლეები
სკოლები

„ღია კარის დღე“​- ანდეზიტის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილესა და მასწავლებლის ეროვნულ დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
30-10-2023
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილესა და მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა - „ღია კარის დღე“.

ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორი ინგლისური ენის მასწავლებელი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი გახლდათ, რომელმაც ღონისძიება სკოლის ყველა მასწავლებლის აქტიური ჩართულობით გამართა.

ღონისძიება სკოლაში არსებულ კათედრებში შემავალი საგნების ინტეგრირებით შედგა.

ღონისძიებაში ჩაერთნენ როგორც მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია, ასევე თემი.

მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო უნარების განვითარებასთან ერთად, ღონისძიების მიზანი მათ საზოგადოებასთან ურთიერთობას, ქცევის წესებსა და მოწაფეთა ცოდნის წარმოჩენას ითვალისწინებდა. 

ღია კარის დღე წარიმართა წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით და გაგრძელდა დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს ინსცენირებები ქართულსა და ინგლისურ ენაზე, წარმოაჩინეს რუსული ენის ცოდნაც, მასწავლებლებს მიულოცეს უცხოურ ენაზე, ჩაერთნენ სახალისო მათემატიკურ თამაშებში, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, მშობლები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ სპორტულ და შემოქმედებით (ხელოვნება) აქტივობებში. აქტივობებს შორის გათვალისწინებული იყო ლანჩისთვის 40-წუთიანი შესვენება.

2023 წლის 27 ოქტომბერი მეტად შთამბეჭდავი იყო ანდეზიტის საჯარო სკოლაში თავისი მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობებით.

27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა. 

მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და სწორედ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება