სიახლეები
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების საოცარი მოგზაურობა დადიანების ბოტანიკურ ბაღში
31-10-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეები ზუგდიდის დადიანების ბოტანიკურ ბაღში გამართულ პროექტში - „როგორ დავრგოთ მცენარეები და მოვუაროთ მათ“, ჩაერთნენ. მათ მცენარეები საკუთარი ხელით დარგეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ბოლოს, ყვავილებითაც დასაჩუქრდნენ. ეს გახლდათ მორიგი დადასტურება, რომ სენაკის ნ1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ ბუნებაზე.

მესამეკლასელები აქტივობაში პედაგოგ ნ. გარუჩავას ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ იგი მოსწავლეებს მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობს. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება