სიახლეები
სკოლები

ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ
29-10-2023
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, სამეცნიერო კონფერენციაზე - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“, X კლასის მოსწავლე ნანა გუდაძე და XI კლასის მოსწავლეები: ნია ფიცხელაური და თამარ ჩხიტაური წარდგნენ. 

სექცია - „სპორტი“, გახლდათ, მოხსენების თემები კი - „ოლიმპიური თამაშების აღორძინება“ და „ოლიმპიზმი და ოლიმპიზმის აღორძინება საქართველოში“. 

ხოლო, ეკოსკოლელებმა: თამარ ჩხიტაურმა, ნია ფიცხელაურმა და ნანიკო ოქროპირიძემ „ბუნებისმეტყველების“ სექციაში, წარადგინეს საკონფერენციო თემა - „ნარჩენების მდგრადი მართვა, მწვანე ეკონომიკა“. 

კონფერენცია, 25 ოქტომბერს გაიმართა და  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი ინიციატივით მოეწყო. 

სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. 

„დიდი მადლობა გოგონებს და ასევე ხურვალეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება