სიახლეები
სკოლები

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ელმირა ქსპოიანი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელია
30-10-2023
-
+


27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, 11 პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. მათ შორის  ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ელმირა ქსპოიანი იყო. პედაგოგი შრომისმოყვარეობითა და საქმის მიმართ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. მისთვის კარიერულ წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია, რისთვისაც თავს არ ზოგავს.

აღსანიშნავია, რომ მას, ფულადი ჯილდო - 10 ათასი ლარის ოდენობით და სამკერდე ნიშანი საზეიმოდ გადაეცა.

სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ და მის სიხარულს იზიარებენ.

„გილოცავთ ჩვენს „წლის საუკეთესო მასწავლებელს“ ამ ჯილდოს. ის ჭკვიანი, შრომისმოყვარე, მოკრძალებული, ლამაზი ადამიანი, ნამდვილი მასწავლებელია, რომელიც უდავოდ მიაღწევს დიდ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება