სიახლეები
სკოლები

გვარას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბაბის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს  
30-10-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა, რომელთა შორის გამორჩეული 1-ელ კლასში „ანბანეთში შებრძანება“ იყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანბანის სწავლა ბავშვებმა ლამაზ, საზეიმო გარემოში დაიწყეს. 

პირველი კლასის მასწავლებელმა - იანა მეგრელიძემ ბავშვებს ეს დღე დღესასწაულად უქცია.

მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით 1-ელ კლასში ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაატარა.

პირველკლასელებმა მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და ცოდნა აიმაღლეს.

„პატარები გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს „ა“ და „ი“, სამახსოვრო ბარათებზე, რომელიც იანა მასწავლებლისგან საჩუქრად მიიღეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, რომლებიც პირველკლასელებმა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით შეასრულეს.

„დღის კულმინაცია იყო ფიფქიას გამოჩენა, რომელმაც მხიარული შეკითხვებით გაახალისა პატარები“, - ამბობენ სკოლაში.

ბავშვებისთვის ეს დღე დაუვიწყარი და საინტერესო იყო.

სკოლაში, ბავშვებს „ცოდნის ლაბირინთებში“ წარმატებებს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება