სიახლეები
სკოლები

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
30-10-2023
-
+


ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში მასწავლებლების ღვაწლი და შრომა დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

„ბავშვებმა მასწავლებლის ეროვნული დღე სითბოთი, მადლიერების სიტყვებითა და ზრუნვით აღნიშნეს“, - გვიყვებიან სკოლაში. 

ამ დღეს, მოსწავლეებმა, არაერთი სიურპრიზი მოუწყვეს მასწავლებლებს. ბავშვებმა ღონისძიებაზე დაპატიჟეს ყველა ის პედაგოგი, ვინც ადრე მუშაობდა ამ სკოლაში. 

„ღონისძიებაზე, ტრადიციულად მასწავლებლობა სცადეს მეთორმეტეკლასელებმა და რამდენიმე საათით მოირგეს საპატიო და საპასუხისმგებლო როლი. მათ მასწავლებლის თვალით შეხედეს სამყაროს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

სკოლაში ყველა პედაგოგს ულოცავენ ამ მნიშვნელოვან დღეს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების სახელით გილოცავთ, ამ მნიშვნელოვან დღეს. ღირსეულად ვატაროთ მასწავლებლის წოდება. ყველა მოსწავლის  ცხოვრებაში მნათობი ვარსკვლავივით გაუნათოთ გზა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ  წელს მეოთხეკლასელები დამრგიგებელს ემშვიდობებიან. ეს ემოციური მოვლენაა როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლებისთვის.

სწორედ ამიტომ, მეოთხეკლასელებმა ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს პედაგოგებს და მადლობა გადაუხადეს იმ შრომისთვის, რომელიც მათ განათლებაში ჩადეს.

ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მეოთხეკლასელებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ღონისძიება სხვადასხვა საინტერესო და ლამაზი აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებით, ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ყველა იქ მყოფი ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება