სიახლეები
სკოლები

„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“ - პედაგოგთა პროფესიული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული წყალტუბოს N4 სკოლაში
30-10-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეული -  „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“, გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძება მოეწყო, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ შორის ყველაზე უჩვეულო, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე იყო მესამე დღე - „მთავარ როლში“, დღე, როცა მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე დირექციის, მასწავლებლების, მორიგეების და მანდატურის როლში წარდგნენ

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებს  დილის ინსტრუქცია ჩაუტარა სკოლის „დირექტორმა“ - ანასტასია ლობჟანიძემ (მე-12 კლასის მოსწავლე) და „დირექტორის მოადგილემ“ სასწავლო - აღმზრდელობით დარგში - თამაზ დუნდუამ (მე-11 კლასის მოსწავლე), „მასწავლებლების“ როლში იყვნენ: ნინი ჯამბურიძე, ილია გედენიძე, ნიკა ტალიაშვილი, ლიზი დემჩენკო, ნია ქობულია, ეკატერინე ჟორჟოლიანი, ფიქრია ვეკუა, მარიამ სილაგაძე, ანასტასია ლობჟანიძე, ლილე ჩხაბერიძე, მარია ჭიჭინაძე, გვანცა კინწურაშვილი, ნინი კირთაძე, ლიზი წერეთელი, დავით ტეხოვი, ლიზი გედენიძე და თამაზ დუნდუა.

ხოლო „მანდატურის“ საქმიანობა შეითავსეს ნინი კირთაძემ და თამაზ ბუიშვილმა; „მორიგეები“ იყვნენ: საბა ბზიკაძე, მარიამ ობოლაძე, ფიქრია ვეკუა და ლიზი გურეშიძე; „პასუხისმგებელი მორიგე“, კი - თეიმურაზ ფანცხავა გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მთელი დღე ფუსფუსებდნენ. საბოლოო ჯამში კი, გაკვეთილები იყო მრავალფეროვანი, აქტივობებით გაჯერებული, საინტერესო და ინტერაქტიული.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს და თბილი სიტყვებით შეამკეს. 

„ლამაზი დღე აჩუქეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს! მადლობა ჩვენო საყვარელო ბავშვებო! გვეიმედებით ძვირფასებო! მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო დღე უსურვა დირექტორმა - მაია ქობულიამ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება