სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის ზეიმი“ კალის საჯარო სკოლაში
30-10-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ყოველთვის საინტერესო აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად, პედაგოგებისა და მშობლების ერთობლივი პროექტი - „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.  ღონისძიების ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ელდინო იობაშვილი იყო.

სკოლაში ფერადი ფოთლებით თემატური აპლიკაციები შექმნეს, გაიმართა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომლის თემაც იყო „ბარაქიანი შემოდგომა“. მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული საშემოდგომო ტრადიციები წარადგინეს, რა დროსაც შესაბამისი კუთხისთვის დამახასიათებელი სამოსი ეცვათ. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და პედაგოგოებთან ერთად, ფელამუში მოამზადეს და ჩურჩხელები ამოავლეს.

„სკოლაში შემოდგომის ერთი დღე გავალამაზეთ შემოდგომის ჯადოსნური ფერებით. სკოლის ყველა კუთხე მოირთო შემოდგომის დეკორაციებით. მადლობა ამ პროექტის ავტორს, მადლობა პროექტში ჩართულ პედაგიგებს, მშობლებს, თითოეულ მოსწავლეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ბმული

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება