სიახლეები
სკოლები

საფეხბურთო შეჯიბრის ქრონიკები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ნიჭიერი მოსწავლეებისგან
30-10-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლას არაერთი წარმატებული და მრავალმხრივ განვითარებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც პედაგოგებს მათი მიღწევებით ანებივრებენ. 

ამჯერად, მოსწავლეთა წარმატებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფი გორგილაძე ამაყობს.

პედაგოგთან, მოსწავლეებმა, სასკოლო მასშტაბით ჩატარებული საფეხბურთო შეჯიბრის ქრონიკები განიხილეს და მას, დიდი აღტაცებით ესაუბრნენ. 

მოსწავლეთა შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებულმა პედაგოგმა, გადაწყვიტა პატარა სპორტსმენების ემოციური თხრობა კადრებად აღებეჭდა. 

„ამ საოცარ ბავშვების სპორტს არ ვასწავლი, აშკარად არაჩვეულებრივი მასწავლებელი ჰყავთ, ეს კარგად იგრძნობა ვიდეოში... 

ქართულის გაკვეთილზე აღტაცებით მიყვებოდნენ წინა დღის საფეხბურთო შეჯიბრის ქრონიკებს, რომელიც სასკოლო მასშტაბით ჩატარდა და თვით ლეგენდარულ სპორტულ კომენტატორებს - კოტე მახარაძეს და ეროსი მანჯგალაძესაც გააკვირვებდა ამგვარი კომპეტენტური აზრები, ლექსიკური მარაგი, აზროვნების სისხარტე, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი მოასპარეზე ფეხბურთელების პროფესიონალური შეფასებები...

ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ასეთი დალაგებული, გუნდური, გულწრფელი ემოცია, გამარჯვების სიხარული და სხვისი შესაძლებლობების ზუსტი შეფასებები არ მსმენია... ალალად გეტყვით, თავიდან კამერა ჩართული არ იყო, ნიკოლოზ ჩხეიძემ ემოციური თხრობა რომ დაიწყო, მივხვდი, რომ ეს კადრები და ბავშვები „მსოფლიოს“, უნდა ენახა და ჩავწერე, სურვილი გამიჩნდა, სხვასაც მოესმინა რას ნიშნავს ერთ გუნდად ყოფნა და გამარჯვების სიხარულის გაზიარება. ამ საოცარმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნეს, რომ გამარჯვებისთვის სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებით ვარჯიშობდე სპორტის რომელიმე სახეობაში, მთავარია კარგად იცოდე და აფასებდე თანაგუნდელის შესაძლებლობებს და ზუსტად იცოდე შენი ადგილი გუნდური თამაშისას, როგორ უნდა მიაღწიო სასურველ შედეგს!  გაგიკვირდებათ და დიდებისგან იშვიათად მსმენია სხვისი უპირატესობის ასეთი აღიარება და ერთობის იმედი... ძალა რომ ერთობაშია ამ მომენტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. ორი დღის მანძილზე მერამდენედ ვუყურებ ამ ვიდეოს ვერ ვითვლი, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი, დემეტრე ნებიერიძემ, ნიკოლოზ ჩხაიძემ, ანდრია კუკულაძემ, ერეკლე ბეგიაშვილმა, დავით მახაშვილმა, კადრს მიღმა - ანდრია რუსიამ და ლეგენდარულმა ალექსანდრე ჩივაძის შვილიშვილმა უმცროსმა ანდრია ჩივაძემ გუნდურობის, მეგობრობის და გამარჯვების შესანიშნავი მაგალითი გვიჩვენეს, როგორც ერეკლემ აღნიშნა, დიახ, „პატიოსნად გავიმარჯვეთ“! სულ ასე გამარჯვებით გევლოთ ჩემო საოცარო მოსწავლეებო“ - მოსწავლეებით უსაზღვროდ ამაყი და ბედნიერი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფი გორგილაძე. 

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება