სიახლეები
სკოლები

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში
30-10-2023
-
+


27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრამ, გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული მოაწყო.

პირველ კლასში (პედაგოგი ფ.კლდიაშვილი) ჩატარდა ღია გაკვეთილი, სადაც პატარებს გოგებაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები მეოთხეკლასელებმა (პედაგოგი ე. ჩუბინიძე) გააცნეს.

პირველკლასელებმა, უფროსკლასელების დახმარებით, ამ დღეს ანბანის სწავლა დაიწყეს და ამით „დედაენის“ შემქმნელს პატივი მიაგეს. 

„მათ ანბანი შემოაბრძანეს...პატარები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალ-ყურს უფროს მეგობრებს, რომლებმაც ჯადოსნური ყუთიდან „დედა ენა“, ლურჯთვალა ყვავილი „ია“ და პირველი ასო- ბგერები „ი“ და „ა“  ამოაბრძანეს. თავადაც შექმნეს ეს ორი ხმოვანი და წარუდგინეს მასწავლებელს“,- გვიყვებიან გაკვეთილის შესახებ სკოლაში. 

მეორე კლასმა (პედაგოგი თ. ზარნაძე)  წარმოადგინა გოგებაშვილის მოთხრობების თემაზე შექმნილი დიორამები. ბავშვებმა გაასიტყვეს, თუ რომელი მოთხრობიდან  რომელი ეპიზოდი შეიქმნა.

მესამე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნ. არაბიძე)  კი ლიტერატურული დილა - „ეს წიგნი ერის ბურჯია..“  მოაწყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წიგნებიდან - „ი.გოგებაშვილის რჩეული მოთხრობები“, რომელიც მათ გადაეცათ, აირჩიეს თითოეული მოთხრობა, გაინაწილეს როლები და მაყურებლის წინაშე წრდგნენ.

განმარტეს, თუ რას ასწავლიდა ბავშვებს მათ მიერ შერჩეული მოთხრობა. ლექსებით მისცეს დარიგება უმცროს მეგობრებს და სიმღერით დაემშვიდობნენ მსმენელებს.

ასე დასრულდა ი. გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება