სიახლეები
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის მეათეკლასელმა, ნატო ნიკაჭაძემ თრიალეთური ყორღანის მაკეტი შექმნა
30-10-2023
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნატო ნიკაჭაძემ საქართველოს ისტორის შესწავლისას საინტერესო ნამუშევარი შექმნა. 

მისი ნამუშავერი წარმოადგენს თრიალეთური ყორღანის მაკეტს, რომელიც მეტად საინტერესოდ გამოიყურება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მაკეტის შექმნა საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში, დაუგეგმავად მოხდა.

გაკვეთილზე სასკოლო მასალის პარალელურად მასწავლებლის - ფიქრია ხუჯაძის ინიციატივით ნახეს დოკუმენტური ფილმები ყორღანების შესახებ, ისტორიულ მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ყორღანული კულტურის არტერფაქტები.

აღსანიშნავია, რომ ნატო ისტორიით და არქეოლოგიით დაინტერესებული მოსწავლეა, მას შექმნილი აქვს სხვა ისტორიული მაკეტები - „ნეოლითის ხანის სოფელი“, „ცხოვრება პალეოლითში“ და, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი ხედვა ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა - ეს საუკეთესოდ წარმოჩინდა აღნიშნულ ნამუშევარში.

„ყორღანები 4500 წლის წინანდელ საქართველოში იგებოდა. ის, ისევე როგორც ეგვიპტური პირამიდები დიდებულთა სამარხებს წარმოადგენდა და და ასაკითაც პირამიდების ტოლია. თრიალეთურ ყორღანში ვერ იპოვეს მიცვალებულთა ნაშთები, თუმცა ჩვენმა წინაპრებმა არსებობის ნიშნად დიდებული განძით სავსე ყორღანები დაგვიტოვეს“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება