სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
31-10-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა ხორციელდება. 

ამჯერად, მედიისა და წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო და ემოციებით დატვირთული შეჯიბრი ჩატარდა, რომელიც V და VI კლასებს შორის kahoot.it მეშვეობით, მასწავლებელ ქრისტინა ქუთათელაძის ხელმძღვანელობით, მოეწყო. 

როგორც სკოლაში ამბობენ, თამაში, ჯგუფებს შორის, დაძაბულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, კი 3 გამარჯვებული ჯგუფი გამოვლინდა, რომლებიც სიგელებით სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ დააჯილდოვა. 

გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, მე-8 კლასში შესწავლილ თემასთან დაკავშირებით, მხატვრული ფილმის - „ბოშების“, ხოლო მე-10 კლასში მხატვრული ფილმის - „შუშანიკის წამება“, ჩვენება-განხილვა ჩატარდა.  აქტივობებს მასწავლებელი ქეთევან სვანაძე უძღვებოდა. 

მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, იმსჯელეს ყალბ ინფორმაციასა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ერთმანეთს შეადარეს შესწავლილი ტექსტი და ფილმი, ისაუბრეს მსგავსება-განსხვავებებზე, ნაწარმოებში აღწერილ ეპოქაზე, იმდროინდელი საქართველოს წეს-ჩვეულებებზე და ა.შ. სკოლაში ამბობენ, რომ ეს მოსწავლეებს შესწავლილი ტექსტის უფრო ღრმად გააზრებაში დაეხმარება.

„ჩვენს ციფრულ ეპოქაში ინფორმაციის ნაკადი შეიძლება იყოს უზარმაზარი. მედიის ძალა ჩვენს ხელშია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიაწიგნიერების ძლიერი უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა დააკავშირეს და განიხილეს ფილმში არსებული სცენები სინამდვილესთან და განიხილეს თითოეული ასპექტი. მოსწავლეთა ჩართულობამ დისკუსიაში, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა, დაგვარწმუნა, რომ მულტიმედია პროდუქტები ხელს უწყობს ინფორმაციის აღქმასა და გააზრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება