სიახლეები
სკოლები

„მასწავლებელი შუქი სულისა“ - მასწავლებლის ეროვნულ დღეს წესის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს
31-10-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, მოსწავლეები დიდი ენთქუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და იმავდროულად, არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც საშუალებას მისცემს, უსაყვარლეს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ გადაუხადონ მადლობა ამაგისთვის.

ამჯერად, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნა - ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

1-ელი და მე-4 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის შესახებ ისაუბრეს, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების მიმართ სიყვარული და პატივისცემა ლექსებითა და სიმღერით გამოხატეს, მე–5, მე–7, მე–8 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - „მასწავლებელი შუქი სულისა“, გამოუშვეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა თითოეულ პედაგოგს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლის დღე მიულოცეს და სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოეს.

აღნიშნული ღონისძიება კლასის დამრიგებლებმა ნათელა ნატმელაძემ, მაია ჯელაძემ, ნონა ხუსკივაძემ და თამარ მესხმა  მოამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება