სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის პეიზაჟი“ - მრავალფეროვანი ღონისძიება მაწიმის საჯარო სკოლაში
30-10-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის პედაგოგმა, დირექციის თანადგომით, ღონისძიება - „შემოდგომის პეიზაჟი“, ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი იყო მშობლების და ბავშვების კოლაბორაცია. მათ ერთად დახატეს პეიზაჟები სახლში, სკოლაში კი, მოსწავლეებმა ნამუშევრები გოგრებზე შეასრულეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ შეფასების კრიტერიუმები მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ და მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული წყვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო სიგელებით.

სასკოლო საზოგადოებამ, მხარდაჭერისთვის, სკოლის ახალ დირექტორს - მაია ფრიდონიშვილს ​მადლობა გადაუხადა.

„მადლობა სკოლის ახალ დირექტორს ქალბატონ მაია ფრიდონიშვილს ყურადღებისა და აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება