სიახლეები
სიახლეები, სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„ჩვენ ვიყავით პირველი ავტორიზებული სკოლა გურიაში, ამას დიდი სიამაყით ვაცხადებთ“ - მაია თავართქილაძე, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი 
03-11-2023
-
+


„ვფიქრობ, წარმატებული კარიერა მაქვს, რადგან ასეთ სკოლას ვხელმძღვანელობ“ - ეს სიტყვები ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორს - მაია თავართქილაძეს, ეკუთვნის. მისთვის იყოს ამ სკოლის დირექტორი დიდი პატივია. ის საუკეთესო ტრადიციების, კულტურისა და წარსულის მქონე სკოლას სამაგალითოდ ხელმძღვანელობს, ეს მაშინაც დაამტკიცა, როცა გურიის რეგიონში პირველი ავტორიზებული სკოლის სტატუსი მოიპოვა. როგორც თავად აღნიშნავს, ეს დიდი პრესტიჟია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა - გაამართლოს ნდობა, რომელიც სკოლას გამოუცხადეს. 

Etaloni.ge-სთან სკოლის ხელმძღვანელი მაია თავართქილაძე, თავის განვლილ გზაზე, წარმატებული სკოლის საიდუმლოზე, სასკოლო ცხოვრების გამოწვევებზე, უკვე ავტორიზებული სკოლის სტატუსით - ავტორიზაციასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. თამამად აღნიშნავს ხარვეზებს, რომლებიც არსებობს სკოლებში და ცვლილებებს, რომლების დანერგვაც სკოლის, როგორც საგანმანათლებლო კერის როლს საგრძნობლად გაზრდის. 

- მოგვიყევით გზაზე, რომელმაც სკოლის დირექტორობამდე მიგიყვანათ

- დირექტორობამდე საკმაოდ დიდი გზა გამოვიარე, პედაგოგიური საქმიანობიდან დავიწყე, შემდეგ ორგანიზატორი ვიყავი, მოგვიანებით, სხვა სკოლის დირექტორად ვმუშაობდი და ბოლოს, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში, დღემდე ვასრულებ დირექტორის მოვალეობას, ამავე დროს, ვარ გეოგრაფიის მასწავლებელი. ვფიქრობ, წარმატებული კარიერა მაქვს, რადგან ასეთ წარმატებულს სკოლას ვხელმძღვანელობ. 

- რას ნიშნავს თქვენთვის, მართოთ ამხელა სკოლა და იყოთ ხელმძღვანელი? 

- ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, 170-წლიანი სკოლაა, საუკეთესო ტრადიციების, კულტურისა და წარსულის მქონე, გურიაში ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერაა, არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივით, წარმატებული კურსდამთავრებულებით, წარჩინებული მოსწავლეებით - მისი ისტორია კი, მიორმაგებს პასუხისმგებლობას, თუმცა ამავე დროს დიდი სიამოვნებაა ვემსახურო მას. მთელი სკოლა ერთ გუნდად ვართ შეკრული, ჩვენთვის ერთია სიტყვა და საქმე!

- რა არის წარმატებული სკოლის საიდუმლო, როგორ ახერხებთ მუდამ მოწინავე პოზიციაზე ყოფნას? 

- თანადგომა - მთელი პედაგოგიური საზოგადოების, მშობლებისა და მოსწავლეების. სკოლა გამოწვევების გარეშე არ არსებობს და მაშინ, როცა მათი მობილიზაცია, ჩართულობა და მხარდაჭერა მჭირდება, ყველა მზადაა გვერდში დამიდგეს და სწორედ ამით მივდივართ გამარჯვებამდე. ერთსულოვნებაა ჩვენი სკოლის წარმატების საიდუმლო. 

- პედაგოგი ბრძანდებით, იცით, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი... რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები მუდმივად ესწრებოდნენ ტრენინგებს, აბარებდნენ გამოცდებს, აწარმოებდნენ პორტფოლიოს და გარდა სწავლებისა, ჰქონდეთ სხვა ვალდებულებები? 

- მასწავლებელი თუ არ განვითარდა, თუ არ ჩააბარა გამოცდა, თუ არ გავიდა შედეგზე და თუ წინ არ გაიხედა, ვერ იქნება წარმატებული. მასწავლებელი მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის და მუდმივად სწავლობდეს. თუ დღეს, ჩვენ, პედაგოგებს გვინდა განვითარება, ამისთვის გვაქვს ყველა საჭირო პირობა. 

- აღნიშნეთ, რომ სკოლა გამოწვევების გარეშე არ არსებობს... ახლაც, მრავალი ეტაპის გადალახვა გიწევთ, რეალურად რამდენად მზად არიან სკოლები მუდმივი ცვლილებებისთვის? 

- რთულია, ფართო მასშტაბით განვიხილო, თუმცა ვფიქრობ, რომ უმეტესი ნაწილი მზადაა. ზოგადად, დირექტორებსა და პედაგოგებს ცვლილებებისა და სიახლეებისთვის აუცილებლად უნდა გვქონდეს მზაობა. არის სკოლები, სადაც ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, რაც აფერხებს განვითარების პროცესს, თუმცა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ პრობლემის აღმოფხვრაც. ავტორიზაციაც ერთ-ერთი გამოწვევაა, სადაც ინფრასტრუქტურას დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენ პირველი ვიყავით გურიის რეგიონში, რომელმაც გაიარა ავტორიზაცია, მართალია ჩვენ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა გვაქვს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, როგორც აღვნიშნე, მთელი სასკოლო საზოგადოება გავერთიანდით, რომ წარმატებით გადაგველახა ეს გამოწვევაც. 

- ავტორიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს... როგორც უკვე ავტორიზებული სკოლის ხელმძღვანელი, როგორ ფიქრობთ, წარმოაჩენს ეს სკოლების საჭიროებებს და უწყობს ხელს არსებული პრობლემების აღმოფხვრას? 

- ნამდვილად წარმოაჩენს პრობლემებს, თუ სკოლამ ვერ გაიარა ავტორიზაცია და გამოიკვეთა, რაღაც ხარვეზი, მას კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ეძლევა ვადა, შესაბამისად ეს მიდგომა როგორც საჭიროებებს გამოავლენს, ასევე ხელს უწყობს რომ პრობლემა გონივრულ ვადებში აღმოიფხვრას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი სკოლებისთვის, იმდენად ღირებულია, რომ ავტორიზებული ხარ, ამისთვის ყველაფერი ღირს. 

- ავტორიზაციისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ერთიანობა... რეალურად მიიღწევა თუ არა ეს შედეგი და როგორ იყო თქვენს შემთხვევაში? 

- სასკოლო საზოგადოების გარეშე, სკოლის არსებობა წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა რა წარმატებისა და მიღწევების მქონე პედაგოგები და დირექტორი არიან სკოლაში, თუ მათ ერთიანი მიზანი არ აქვთ შედეგი ვერ მიიღწევა. სკოლის გრძელ ჯაჭვში, თითოეული ჩვენგანი ერთ რგოლს წარმოვადგენთ და ყველანი ერთ საქმეს უნდა ვემსახურებოდეთ. ყოველთვის გვაქვს არჩევანის საშუალება - გვინდა ვიყოთ ავტორიზებული სკოლა თუ არა, გვინდა ვიყოთ პრესტიჟულები თუ არა... მთავარია გვქონდეს სურვილი, საერთო მისწრაფება კი, აუცილებლად გაგვაერთიანებს. 

- რას ნიშნავს თქვენთვის, ირიცხებოდეთ ავტორიზებული სკოლების მცირერიცხოვან სიაში და არის თუ არა ეს დამატებითი პასუხისმგებლობა? 

- ჩვენ ვიყავით პირველი ავტორიზებული სკოლა გურიაში, ამას დიდი სიამაყით ვაცხადებთ. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა - როცა წარმატებული ხარ და ამას პირველ ეტაპზე ადასტურებ. როცა ნდობას გიცხადებს განათლების სამინისტრო, ხარისხის მართვის სამსახური, ავტორიზაციის საბჭო - ეს ნდობა აუცილებლად უნდა გაამართლო. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა მხრიდან გამოცხადებული ნდობა, ისინი ჩვენ გვანდობენ თავიანთი შვილების მომავალს - ყოველივე ეს დიდი სიამაყეა და ამასთანავე - დიდი პასუხისმგებლობა. 

- სკოლის როლზეც ვისაუბროთ... აძლევს სკოლა მოსწავლეებს იმ საფუძველს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარონ და ჰქონდეთ უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნის შესაბამისი განათლება? 

- ყველასთვის ცნობილია, რომ მესამე საფეხურზე სწავლების გაუმჯობესება საჭიროა. მხოლოდ სკოლა, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი. სახელმძღვანელოებშიც არის შეცდომები, ეს მოგვარებადია, მაგრამ სკოლების მხრიდანაც მეტი მობილიზებაა საჭირო, თუნდაც აუცილებელია მე-12 კლასის დასწრების გაკონტროლება. მე ვისურვებ, რომ ძალიან მალე დადგეს ის დრო, როცა სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი იქნება მოსწავლეთა წარმატებული მომავლის შესაქმნელად. 

- როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ხარვეზები და მისი მოგვარება რამდენადაა დამოკიდებული სკოლებზე?

- ეს უფრო ძირეული და გლობალური პრობლემაა. როგორც აღვნიშნე, მთავარი პრობლემა მესამე საფეხურია და მიმდინარეობს კიდეც პროფესიული სწავლების დანერგვა, სამინისტრო აქტიურად საუბრობს ამაზე და ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილებაა. აქაც მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ერთობა, მშობლების ჩართულობა, მასწავლებლების მზაობა სიახლისადმი და მოსწავლეების მოტივაცია, რასაც ისევ ჩვენ, მასწავლებლები და ხელმძღვანელები უნდა ვუქმნიდეთ

- პროფესიული სწავლება ახსენეთ... როგორ ფიქრობთ, დაინტერესდებიან ამით მოსწავლეები? 

- ნამდვილად დაინტერესდებიან, ჩვენ სკოლას აქვს მემორანდუმი ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯთან, ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობის მაგალითზე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეებისთვის ეს ძალიან სასიამოვნო სიახლე იქნება. მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები დადიოდნენ კოლეჯში და ეუფლებოდნენ სხვადასხვა პროფესიას, როგორიცაა: სტილისტობა, კულინარია, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ა.შ. ბავშვებს აღნიშნული დარგების მიმართ გაუჩნდათ ინტერესი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ნაწილი ამ მიმართულებით განვითარებას გააგრძელებს.

- და ბოლოს, ქალბატონო მაია, როგორც წარმატებული სკოლის ხელმძღვანელი, რას ეტყოდით სხვა სკოლებს?

- დიდი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და თანადგომით ვაკეთოთ ჩვენი საქმე - მაშინ ყველაფერი გამოგვივა! 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოქმედი სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის, რომელთაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, კონკურსი გამოცხადდა

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა

სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ - საგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაცია ვერ გაიარა

რატომაა მნიშვნელოვანი გაკვეთილის დაწყება მისალმებით


გაიგეთ, რომელი საჯარო და კერძო სკოლებია ავტორიზებული

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერი გადაეცა

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქი და სამახსოვრო სიგელები

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობას ამაღლებს

ილიამ სამოყვარულო ჭადრაკში, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა 

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება