სიახლეები
სკოლები

ზინობიანის საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნა
30-10-2023
-
+


2023 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში პირველად აღინიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე. გარდა იმისა, რომ სპეციალურმა კომისიამ 11 ღვაწლმოსილი პედაგოგი გამოავლინა, და განათლების მინისტრის ინიციატივით, მათ სამკერდე ნიშანთან ერთად, ფულადი ჯილდო გადაეცათ, თავად სკოლებშიც, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ, გამოხატეს მადლიერება უსაყვარლესი მასწავლებლების მიმართ.

ამ მხრივ გამონაკლისი არც ყვარლის მუნიციპალიტეტის, ზინობიანის საჯარო სკოლა გახლდათ, სადაც მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, მოეწყო შთამბეჭდავი ღონისძიება.

„VII, VIII, IX კლასების ნამდვილი სიურპრიზი მოუწყვეს პედაგოგებს: ლაღი და ხალასი იუმორით, ცეკვებით, ლექსებითა და სიმღერებით მოსწავლეები შეეცადნენ მადლიერება გამოეხატათ საყვარელი პედაგოგების მიმართ. ღონისძიება თბილი და საინტერესო გამოუვიდათ ჩვენს ბავშვებს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის - მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება და იგი უდიდესი პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ემთხვევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება