სიახლეები
სკოლები

ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქვის ხანის არტეფაქტების ნიმუშები დაამზადეს
30-10-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე, საინტერესო აქტივობაზე იმუშავეს. 

აქტივობის თემა - ქვის ხანა გახლდათ.

ისტორიის მასწავლებლის - ნაირა მარიკიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და მოამზადეს მრავალი პროდუქტის ნიმუში: ქვის ცული, ცხოველის ჩონჩხი, უძველესი ჰომინინის საცხოვრებელი, დინოზავრის ძვლებისგან დამზადებული სახლის მოდელი, ნაყოფიერების ქალღმერთის ქანდაკება პლასტილინისგან და ლოკოკინისგან დამზადებული სამკაული.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი აქტივობების წყალობით მოსწავლეები უკეთ იცნობენ შესწავლილ ისტორიულ ეპოქას, ამ შემთხვევაში კი -  ქვის ხანას.

ასევე, როლური თამაშის საშუალებით მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ცოდნა ქვის ხანის უძველესი ადამიანის ცხოვრებისა და რწმენა - წარმოდგენების შესახებ.

აქტივობაში, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება