სიახლეები
სკოლები

ყვავილებით გახარებული პედაგოგები და ხალისიანი მოსწავლეები - აბასთუმნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმოდ აღინიშნა 
31-10-2023
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნული დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა, საყვარელ პედაგოგებს ემოციური სიტყვებით მიულოცეს ეს დღე, მათ ამაგსა და ღვაწლზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს გვერდში დგომისა და გაწეული შრომისთვის. 

ბავშვებმა, მადლიერების ნიშნად, მასწავლებლები მრავალფეროვანი თაიგულებით დაასაჩუქრეს. 

ყვავილებით ხელდამშვენებული პედაგოგები, მადლიერი მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოების ამაღლებული განწყობა - ასეთი იყო მასწავლებლის ეროვნული დღე დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება