სიახლეები
სკოლები

„დღემდე ჩემი მასწავლებელი...“ - ყოფილი მოსწავლის და ახლა უკვე კოლეგის სიურპრიზი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ფაქიზო ფანჩულიძეს 
31-10-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორ -ფაქიზო ფანჩულიძეს, მისმა მოსწავლემ და ახლა უკვე პედაგოგმა - სალომე ქობალიამ, დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო. 

„დღემდე ჩემი მასწავლებელი...“ -  ამ სახელწოდებით, პედაგოგმა შთამბეჭდავი პრეზენტაცია მომზადა და მის საყვარელ პედაგოგს - ფაქიზო ფანჩულიძეს, მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა. 

როგორც თავად დირექტორი აღნიშნავს, ეს ის შემთხვევაა, როცა მასწავლებელი იმკის საუკეთესო შედეგს - კარგად და სწორად აღზრდილ მოსწავლეს - მადლიერების გრძნობით გამსჭვალულს და მისი საქმის ღირსეულ გამგრძელებელს.

„მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ჩემმა ყოფილმა, გამორჩეულად საყვარელმა მოსწავლემ, ამჟამად კი ჩვენი სკოლის ფილოლოგმა - სალომე ქობალიამ საოცარი სიურპრიზი მომიწყო - შთამბეჭდავი პრეზენტაცია სახელწოდებით - „დღემდე ჩემი მასწავლებელი"... ეს ის შემთხვევაა, როცა მასწავლებელი იმკის საუკეთესო შედეგს - კარგად და სწორად აღზრდილ მოსწავლეს - მადლიერების გრძნობით გამსჭვალულს და მისი საქმის ღირსეულ გამგრძელებელს... რაც წლების წინ მირჩევია და მისურვებია, ყოველივე გაგითვალისწინებია და ამიტომაც ხარ დღეს გამორჩეულად პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ერთგული... დღეს კიდევ ერთხელ დამარწმუნა შენმა პრეზენტაციამ, რომ სწორი არჩევანი გამიკეთებია, როცა პედაგოგობა ამირჩევია და თუ ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე 5- 10 შენნაირ ფილოლოგს აღვზრდი, ვფიქრობ, ჩემი საკეთებელი საუკეთესოს მიკეთებია...“, - აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება