სიახლეები
სკოლები

ამაგდარი პედაგოგის დაჯილდოება და მოსწავლეები ჟურნალისტების როლში -  კალის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ორიგინალურად აღინიშნა
31-10-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ეს დღე, მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიულოცეს საყვარელ პედაგოგებს.   

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით ორიგინალური იყო სკოლის დირექტორის - რაულ გულბანისა და მოსწავლეების აქტივობა.   

დირექტორმა, პირადი რესურსით შეძენილი საჩუქარი გადასცა კალის საჯარო სკოლის ხანდაზმულ და  ამაგდარ პედაგოგს - დოდო მარგველანს, რომელიც 55 წლის განმავლობაში დაუღალავად    ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდას. 

დირექტორმა მადლობა გადაუხადა მას გაწეული შრომისა და განათლებული თაობების აღზრდაში  შეტანილი წვლილისათვის.

მოსწავლეებმა, საინტერესო კითხვები დაუსვეს მასწავლებელს, განვლილი პედაგოგიური მოღვაწეობის  შესახებ: 

რომელ წელს დაიწყო და დაასრულა სკოლაში მუშაობა?

როგორ გაიხსენებდა სკოლაში მუშაობის წლებს და   გამოწვევებს? 

ვინ იყვნენ მისი გამორჩეული მოსწავლეები?

ბოლოს კი, კითხვაზე   პროფესიას რომ თავიდან ირჩევდეთ, თუ აირჩევდით პედაგოგობას და რატომ? - პედაგოგმა უპასუხა, რომ კვლავ  პედაგოგი იქნებოდა, მოსწავლეების სიყვარულის გამო. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა მოსწავლეების კითხვებს ჩვეული ენერგიით და ხალისით უპასუხა. 

„აი ასეთი ლამაზი ემოციებით და დადებითი შთაბეჭდილებით სავსე მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა კალის საჯარო სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება