სიახლეები
სკოლები

„ყველაზე დიდი მასწავლებელი“ - ბათუმის N20 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული პროექტი განხორციელდა 
31-10-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აქტივობებით აღინიშნა. 

პედაგოგმა მარინა ზოსიძემ სასწავლო პროექტი - „ყველაზე დიდი მასწავლებელი“ დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ინფორმაცია მოიძიეს, დიდ მწერალზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. მათ თემატური ბუკლეტები დაამზადეს და თოჯინების თეატრისათვის, დამრიგებლური ხასიათის მოთხრობები პირველი, მეორე და მესამე კლასის პროგრამული მასალიდან შეარჩიეს. 

27 ოქტომბერს კი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა. როგორც მასწავლებელი მარინა ზოსიძე წერს, მოსწავლეებმა თოჯინებით გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხროების - „სპილო და ჭიანჭველები“, „მეზობლები“ და „სირცხვილის აშორება" გმირები.

მათ კვირეულის ფარგლებში შესწავლილი სიმღერებით, ლექსებითა და ბიოგრაფიული ტექსტის მხატვრულად წაკითხვით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს. პრეზენტაციიის დასასრულს, მოსწავლეებმა ბუკლეტის შინაარსობრივი მხარე შეავსეს - დაახასიათეს, თავიანთი გადასახედიდან, მასწავლებელი და ლამაზი სიტყვებით მიულოცეს მასწავლებლის ეროვნული დღე.

„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“- ხშირად მომყავს ილიას სიტყვები სათქმელის წინამძღვრად და ალბათ ხვდებით რატომ...

წელს პირველად, მასწავლებლის ეროვნული დღე  იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნა. ამ სასიამოვნო სიახლემ ახალი იდეები გამიჩინა კვირეულის ფარგლებში დავგეგმე სასწავლო პროექტი.

ვფიქრობ, პროექტმა თავისი შედეგი აჩვენა, როცა დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა, თავიანთი ნააზრევით 10 წუთში შექმნილი ტექსტი მასწავლებლის დახასიათებითა და მილოცვის ტექსტით.

მადლობა მშობელთა საზოგადოებას (ლამაზი სიუპრიზებისთვის) ჩემ პატარებს და უფალს, რომ მაძლევს ძალას, უნარსა და ფიზიკურ შესაძლებლობას, ჩემი ჩანაფიქრის განხორციელებისათვის“,- წერს მასწავლებელი მარინა ზოსიძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება