სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის ჰანგები“ ბეკამის საჯარო სკოლაში
31-10-2023
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მუსიკის მასწავლებლის - მაია ინდუაშვილის ​ხელმძღვანელობით, ღონისძიება „შემოდგომის ჰანგები“ ჩატარდა, რომელშიც მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცეს მასწავლებლის ეროვნული დღეს.

მოსწავლეებმა ზეიმზე ასევე პედაგოგების ღვაწლი და შრომა აღნიშნეს, რომელსაც ისინი მათ განათლებაში დებენ.

ღონისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

სკოლაში პედაგოგ მაია ინდუაშვილს შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება